Saturday, November 14, 2009

თბილისის ”შავი მარგალიტები”-ნაგავსაყრელები

პროექტის სახელი: თბილისის ”შავი მარგალიტები”-ნაგავსაყრელები
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქის დასუფთავების პროცესს,მოიპოვებენ ინფორმაციას, საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო ნარჩენების რაოდენობის და მათი განთავსების არეალების, ე.წ. ”ნაგვის სასაფლაოების” შესახებ.
პროექტის სრული აღწერა:
პროექტი იძლევა საშუალებას მოსწავლე გაეცნოს ქვეყანაში მოქმედ” საქართველოს კანონს ნარჩენების მართვის შესახებ”,დასუფთავების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, დასაქმებულთა რაოდენობას,მათ ეთნიკურ და რელიგიურ შემადგენლობას.და რაც მთავარია, ზემოთ ხსენებული სამსახურის მუშაობის პრინციპს: რა ფორმით ხორციელდება ქალაქის ნარჩენებისგან გასუფთავება?რა რაოდენობის მასის გატანა ხდება ყოველდღიურად და სად ხდება მათი განთავსება ტრანსპორტირების შემდეგ?ექვემდებარება თუ არა ე.წ. ”ნაგავი” ლიკვიდაციას და რა მეთოდს იყენებენ საამისოდ? რამდენად უსაფრთხოა გარემოსთვის ლიკვიდაციის პროცეში წარმოქმნილიპროდუქტები?
საინტერესოა, ნაგავსაყრელთა ფართობის და მიმდებარე არეალის გეოგრაფიის განსაზღვრაც.
პროექტით დაინტერესებულთ შეუძლიათ განახორციელონ კვლევა საქართველოს ნებისმიერ ქალაქშიც. შედარებისთვის კი, მოიძიონ რომელიმე მაღალგანვითარებული ქვეყნის ანალოგიური მაჩვენებლები, რითაც ადვილად განსაზღვრავენ რამდენადაა შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში, უცხოეთში უკვე აპრობირებული, თანამედროვე ტექნოლოგიების-უნარჩენო წარმოების ან მეორადი გადამუშავების პროცესის დანერგვა.
მონაწილეთა ასაკი: მე-10,მე-11, მე-12 კლასი
ვადები-ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით; მოსწავლეთა ჯგუფების მიერ ადგილზე, ნაგავსაყრელებზე, გასვლა, ფოტოების გადაღება, გარკვეული გაზომვითი სამუშაოების ჩატარება; ნიღბების და ხელთათმანების გამოყენებით სინჯების აღება, ცელოფნით ლაბორატორიაში მოტანა და მათი ქიმიური შედგენლობის გარკვევა. პირველადი მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, შედეგების ფართო მასებისთვის წარდგენა გრაფიკებისა და დიაგრამების გამოყენებით. შესაძლებელია შეიქმნას ნაგავსაყრელების რუკაც.
მოსალოდნელი შედეგები: გამოფენის მოწყობა სახელწოდებით-თბილისში გაბნეული ”შავი მარგალიტები...”
სასარგებლო სხვებისთვის: ამ პროექტის საშუალებით ადამიანები შეიტყობენ იმ ეკოლოგიური პრობლემის შესახებ, რომლის წინაშეც დგას დიდი ქალაქები.. საინტერესო ისაა, რომ ის რაც ჩვენთვის საგანგაშოა, შეიძლება გონიერმა ადამიანმა შემოსავლის წყაროდ აქციოს. იმედია, გამოჩნდება ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც იზრუნებენ ამ პრობლემის გადაჭრაზე.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ სხვადასხვა უნარებს: გეოგრაფიაში-შეადგენენ რუკებს, განსაზღვრავენ თბილისის ცალკეული უბნების ლანდშაფტს, მიწის ფონდის ფართობს და მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიურ სტრუქტურას. მათემატიკაში-აწარმოებენ მთელ რიგ გამოთვლებს, ანალიზის შედეგებს გადმოცემენ სხვადასხვა დიაგრამის სახით, ბიოლოგიაში-გაეცნობიან ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობას, ქიმიაში კი-ლაბორატორიაში კვლევითი საქმიანობის შედეგად, განხორციელდება სხვადასხვა ნივთიერებების ქიმიური თვისებების დადგენა და კატეგორიზაცია.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის გვარი და სახელი:
ბალახაშვილი ინგა
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ibalakhashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ.გვერდი:

”შავი მარგალიტები”